ფიროსმანი
გენიოსის გამოჩენა საოცრებას ჰგავს, მეორე
ნიკო ფიროსმანაშვილი, თითქოს ყოველთვის არსებობდა, მისი ნაღვაწი უკვე დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების მარადი თანამგზავრია და იმდენათ შევისისხლხორცეთ, რომ გვიძნელდება წარმოვიდგინოთ ის დროება, როცა ჩვენი ნიკალა არ იყო ამ ქვეყანას მოვლენილი, არ არსებობდნენ ''წითელპერანგა მებადური'','' მეეზოვე, ჟირაფი'', '' დათვი მთვარიან ღამეში'', ''აქტრისა მარგალიტა" და რომელი კიდევ ერთი.
ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება ჩვენი ყოფის და ჩვენი მსოფლშეგრძნების ნაწილი გახდა. რაც დრო გადის, მით მატ, საყოველთაო ინტერესს იწვევს ნიკო ფიროსმანასვილის ჭეშმარიტად მაღალი კეთილშობილური უბრალებით და ფილოსოფიური სიღრმით აღსავსე ხელოვნება.
ძნელია დაასახელო სხვა ისეთი შემოქმედი , ცხოვრებას რომ ასე გაეტანჯოს, როგორც ლეგენდარული მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. მაგრამ იგი არ შეეშინდა არც სიღარიბეს, არც დაცინვას, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ხელიდან ფუნჯი არ გააგდო და თავისი მიზნის ერთგული დარჩა.
კაცი, რომელიც სიცოცხლეშივე გამოცანად იქცა. ფიროსმანი, კაცი ლეგენდა, თავისი ცხოვრებით და ხატვის წესებით, რომელზეც გვიან იტყვიან -"ვინ არის იგი"- სუფთა ხელოვნების, წვრილი ვაჭრების"ტფილისური ბოფემის"სახვითი შესატყვისი ტუ უახლესი "მოდერნული" ფერწერის წამომწყებთაგანი"... ალბათ სამივე ერთად... უფრო კი სამივეს სინთეზი.
როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა - კაცი, რომელმაც იწამა მიწის პირველყოფა, მიწის "დედობა". ალბათ ეს იყო ის მუხტი, რომელმაც ასაზრდოვა და განსაზღვრა კიდეც მისი შემოქმედება.
აღმოსავლეთ საქარტველოში, თვალწარმტაც კახეთში არის ცივგომბორის კალთებზე შეფენილი ლამაზი კუთხე ქიზიყი. ქიზიყის სოფლებს შორის ერთ-ერთი ულამაზასთაგანია მირზაანი, რომლის აღმოსავლეთით ალაზნის ველი ხელის გულივით მოჩანს., მოშორებით ცამდე ამაყად აზიდულა კავკასიონი. სწორედ ამ სოფელში დაბადებულა 1862 წელს მომავალი გენიალური თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი.
ფიროსმანაშვილთა გვარის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს: მირზაანში სოფლის ერთგული გლეხი ფირო ცხოვრობდა, მომხდურ მტერს იგი ყოველთვის პირველი ეკვეთებიდა სა ბრძოლიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა. ერთხელ დროშაც კი წაურთმევია მტრისათვის. მადლიერ თანასოფლელებს გმირი ფირო მედროშის სახელით მოუნათლავთ, მისი შთამომავლობა- ფიროს შვილებად-ფიროსმანაშვილებად.
პატარა ნიკოს ბავშვობა სოფლელი ბავსვების ცხოვრებისგან არაფრით განსხვავდებოდა. მეზობელ ბიწებთან ყაჩაღობანას თამაშობდა, ისმებდა ზღაპრებს, ლეგენდებს, მოხუცების საუბრებს საქართველოს ისტორიაზე, ომებზე. მამას ვენახში წყალს მიურბენინებდა, ხან კი საძოვარზე გარეკავდა საქონელს. დედ-მამას თავს ერჩივნათ პატარა ბიჭი.
სულ პატარას გარდაეცვალა მამა. დედა ყველაფერს აკეთებდ, რომ ობლებს უმამობა არ ეგრძნოთ მაგრამ მუხლჩაუხრელმა შრომამ ქალს ჯანი გაუტეხა და ავადმყოფობა მიეძალა. ოჯახს ახლობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ. დიდ ჯაფა დააწვა პატარა ნიკოსაც. იგი ხბორებს მწყემსავდა. დროდადრო ფეხით მოივლიდა ახლომახლო ადგილებს. უნახავი არ დაუტოვებია ისტორიული ძეგლებიც, ასულა ხორნაბუჯის ციხე-ქალაქში, ყარაღაჟის სიმაგრეში, საათობით მდგარა ხირსისა და ბოდბის მონასტერში, განცვიფრებულა ივრის ხეობის გამოქვაბულში შემორჩენილი ფრესკების ხილვით.
მამის გარდაცვალების შემდეგ ნიკო მალე თბილისში წაიყვანეს. დედა შვილის გამოთხოვება სიცოცხლესთან განშორებას ჰგავდა. ის იყო მათი უკანასკნელი შეხვედრაც და განშორებაც.ნიკოს ქალაქში წასვლის შემდეგ თეკლეს დიდხანს აღარ უცოცხლია.
ნიკო თბილისში ერთ სახლში მოსამსახურეთ დაიტოვეს . ოჯახის უფროსებთან მისი დებიც ცხოვრობდნენ, ერთ-ერთმა დამ ანამ კეთილი ნიკო შვილივით შეიყვარა, თვისუფალ დროს წერა-კითხვას და რუსულს ასწავლიდა. ნიკო იჯახის ბავშვების მეცადინეობებსაც უგდებდა ყურს და იღრნავებდა ცოდნას.
ნიკოს ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა და ხატვა. მისი კედლები სულ ნაირნაირი ნახატებით იყო მორთული.
ელისაბედის ოჯახში ცხოვრებისას ნიკო დიასახლისს ეხმარებოდა შვილის აღზრდაში. დღენიადაგ მის გვერდით ტრიალებდა. იგი უკვე ოც წელს გადაცილებული იყო, ქალთან ყოველდღიურმა სიახლოვემ ნიკოს გული აუფორიაქა, მოსვანება დაუკარგა, ელისაბედის გარეშე ყოფნა ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ როგორ გაემხილა ხვეშიადი შეძლებული ქალისათვის. კარგად ხვდებოდა რაოდენ დიდი იყო განსხვავება ღარიბ, უთვისტომო მოსამსახურესა და მდიდარ ქალს შორის... მაგრამ გულს ხომ ვერ ამოიგლეჯდა... ქალი სიცოცხლეე მეტად უყვარდა და... გამოსავალიც იპოვა, გადაწყვიტა სიყვარულის უსტარი მიეწერა გულის რჩეულისათვის.:
"მე კარგად ვიცი, რომ ცვენს შორის დიდი განსხვავებაა მდგომარეობით, მაგრამ თქვენ, როგორც განათლებული ადამიანი, ამას დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ და მიიღებთ ჩემს წინადადებას - გამომყევით მეუღლეთ, მერწმუნეთ , ეს არის ჩემი უფაქიზესი და გულწრფელი სიყვარული..." ელისაბედს ისტერიული სიცილი აუვარდა, სიყვარულის უსტარი ნაკუ-ნაკუწაქცია და ქარს გაატანა, მდგომარეობით გაამაყებულმა ქალმა ვერ გაუგო უნაზესი სულის ადამიანს. ელისაბედმა სიყვარულის ამბავი მთელ ოჯახს მოსდო, თავმოყვარე ახალგაზრდამ იუკადრისა დაცინვა და იქედან გაცლა ამჯობინა.
ამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება. მან ჯერ სტამბაში დაიწყო მუშაობა სადაც წელიწადნახევარი იმუშავა.1884 წელს მან მუშაობა ამიერკავკასიის სადგურზე დაიწყო მუშაობა. იქ მუშაობის პერიოდში ნიკოს ჯანმრთელობა შeერყა. რევმატოზმი, ციებ-ცხელება, გულის ტკივილები მოსვენებას არ აძლევდა. არც ექიმების მკურნალობა შველიდა. იგი იძულებული გახდა განცხადება დაეწერა უფროსის სახელზე და სამსახური დაეტოვებინა.
ამის შემდეგ ნიკომ სამიკიტნოებისთვის აბრების ხატვა დაიწყო. საქმე კარგად წაუვიდა და ერთი ტვის შემდეგ საკუთარი დალხიც კი ჩადგა. მას აქაც ძალიან გაუმართლა. ნიკოს საყვარელი ბაღი მუშტაედი იყო, იგი იქ სულიერ სიმსვიდეს პოულოდა, ბაღში იგი ყოველთვის მარტო შედიოდა.სწორედ ამ ბაღში დაინახა მან მისი ყველაზე დიდი სიყვარუკი მარგალიტა, რომელიც ესტრადეზე მღეროდა.ნიკოს ეს ქალი სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდა.ქალი მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა. ამ დღის შემდეგ ნიკოსთვის მარგარიტასა და მხატვრობის გარდა აღარავინ და აღარაფერი არსებობდა. თითქოს არც მარგარიტა იყო გუკგრილი, მხატვრის მამართ,მაგრამ...
ერთ დილას ნიკომ მარგარიტას ხატვა დაიწყო და საღამოსთვის უკვე ნზად ჰგონდა. მან ეს ნახატი მარგარიტას იმ საგამოსვე გადასცა. ქალი გაოცდა როცა მისი სურათი ნახა და წამოიძახა:
-"ნუთუ მე დამხატე?"-მერე დაამატა-"ამ სურათს გვერდიდან არასდროს მოვიშორებ/
სიყვარულმა ნიკოს ყველაფერი დაავიწყა. მან თავისი დალხი გაყიდა და მთელი ფული საყვარელ ქალს დაახარჯა. ერთ დილას, ერთი ორსართულიანი სახლის ახლოს რამოდენიმე ურემი დადგა, ყვავილებით დატვირთული. მეურმეებმა მინდვრის ყვავილები ქუჩაში ხალიჩaდ მიმოფინეს.მერე ბოლო ურმიდან სისხლისფერი ვარდები გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩების მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. როცა მარგალიტა გერეთ გამოვიდა და ეს ყველაფერი დაინახა მიხვდა რომ მხოლოდ ნიკოს შეეძლო ესეთი რამის ჩადენა. ამის შემხედვარე მარგარიტა დაესვე ყვავილებზე და ნიკოს მუხლებზე შემოეხვია... სოლოლაკის შესახვევსი თავბრუდამხვევი სურნელი იდგა...
დიდხანს , დიდხანს იყვნენ ჩაჩოქილნი ნიკო და მარგარიტა... რამდენიმე დღის შემდეგ მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო...
წერილს ასეთი შინაარსი ჰქონდა:
"ჩემო ნიკო ვიცი სიცოცხლეზე მეტად გიყვარვარ, მაგრამ მე ის ქალი არ ვარ ვინც შენ გჭირდება... მე ტანჯვის მეტს ვერაფერს მოგიტან... ჩემი თბილისში დარჩენა ტანჯვის ტოლფასია. ამიტომაც ვტოვებ შენს საყვარელ თბილისს... შენს სურათს... და გთხოვ დამივიწყო...
მშვიდობით! შენი უმადური მარგარიტა"
ამ ამბის შემდეგ ნიკოს ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მას აღარაფერი აღარ გააჩნდა, არც სახლი არც სამსახური ...
No comments:
Post a Comment